ზუგდიდში, მშენებარე სტადიონთან განათების ბოძი წაიქცა და ორი მანქანა მოიყოლა

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში, მშენებარე სტადიონთან განათების ბოძი წაიქცა და ქვეშ ორი ავტომანქანა მოიყოლა. მანქანებში არავინ იმყოფებოდა. 

ცნობილია რომ ამ სტადიონის მშენებლობაზე 10 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. სპორტული ობიექტი 2018 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა უეფას სტანდარტები  არ იყო დაცული. ახლა სტადიონი მიტოვებულია, არ ფუნქციონირებს და არც სამუშაოები მიმდინარეობს. 

ავტორი: ემა გოგოხია
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი