უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გუგა გაგნიძე ზესტაფონში დაკრძალეს

გამოქვეყნდა:

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გუგა გაგნიძე ზესტაფონში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.

მანამდე კი ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი  ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში მიმდინარეობდა. ქართველი მებრძოლი ეკლესიიდან ტაშით გამოაცილეს. 

დაღუპულ ქართველს დღეს პატივი მიაგო უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმაც. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს და უკრაინას საერთო მტერი ჰყავს და სწორედ ამიტომ იბრძვიან ქართველები უკრაინაში პუტინის ომში.

"პატივი მივაგე მებრძოლს, რომელიც უკრაინაში დაიღუპა. ის 25-ე ბატალიონის გამორჩეული სამხედრო იყო.   ქართველები დღეს უკრაინაში იმიტომ იბრძვიან, რომ ჩვენს ქვეყანასა და საქართველოს ერთი მტერი, რუსეთი ჰყავს. ისინი ვინც ნამდვილი პატრიოტები არიან და უყვართ თავიანთი ქვეყანა მიდიან და ეხმარებიან ჩვენს მებრძოლებს ერთიანი მტრის მოსაგერიებლად", - ამბობს უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი.

პუტინის ომის მორიგი მსხვერპლი  სამშობლოში რამდენიმე დღის წინ გადმოასვენეს.

40 წლის გუგა გაგნიძე ბახმუტთან ახლოს მოწინააღმდეგესთან კონტაქტურ ბრძოლაში დაიღუპა. ის უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადაში მსახურობდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი