
"სანამ იქნება ეს სტრესის წყარო [პატიმრობა], მისი ჯანმრთელობა იქნება შესაბამისი" - ამის შესახებ კლინიკა "ვივა მედის" კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე "მთავარ არხთან" საუბრობს.
ტუბერკულიოზთან დაკავშირებით კიდევ საჭიროა დამატებითი კონსულტაციები და კვლევები, ამიტომ, ჯერჯერობით მე ვერაფერს ვერ გეტყვით. ჩვენ გაგვიჩნდა ეჭვი ამ დაავადების არსებობის შესახებ და ჩავატარეთ სათანადო კვლევები არამარტო საქართველოში. [ჟურნალისტი: ანუ, რამდენიმე დღეში გაირკვევა, აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს ტუბერკულიოზი ხო?] - დიახ...
მე რა უნდა გითხრათ დემენციასთან დაკავშირებით. ეს არის ისეთი დაავადება, რომლის შესახებაც არ შეიძლება ასე საჯაროდ საუბარი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რა თქმა უნდა, საყურადღებოა, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ გრძელდება უკვე ეს ტემპერატურული რეაქციები უკვე გარკვეული პერიოდია...თუნდაც ის პირობები, რა პირობებშიც იმყოფება...
[ჟურნ: ციხის კედლებში ვერ მოხდება მისი გამოჯანმრთელება?] - რა თქმა უნდა, როდესაც არის ასეთი ფაქტორი, ეს ყოველთვის აისხება ადამიანის ჯანმრთელობაზე, სანამ იქნება ეს სტრესის წყარო, მანამ იქნება მისი ჯანმრთელობა შესაბამისი, - განაცხადა ჩხაიძემ.
ავტორი: ნატაშკა ჯახუტაშვილი