"მწოლიარეა, ფერი აქვს დაკარგული, ძალიან გამხდარია" | მიხეილ სააკაშვილი მეუფე ნიკოლოზმა მოინახულა

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილი ცოტა ხნის წინ მოინახულა მეუფე ნიკოლოზმა, ვისი თქმითაც, მესამე პრეზიდენტი თავს ძალიან სუსტად გრძნობს, არის უკიდურესად გამხდარი და ფეხზე ადგომას ვერ ახერხებს. კლინიკა "ვივამედში" ცოტა ხნის წინ მივიდა გიული ალასანიაც.

დაახლოებით ორ კვირაში ერთხელ მივდივარ ხოლმე მოსანახულებლად და ბოლო სამი შეხვედრისას დამხვდა ლოგინში, მწოლიარე, ვერ დგებოდა, რამაც ძალიან შემაშფოთა, ფაქტს გეუბნებით, ლოგინშია, ფერი აქვს დაკარგული ძალიან და როდესაც მე პირველად მოვინაულე, საერთოდ რომ ჩამოვიდა საქართველოში, იმასთან შედარებით, ალბათ არ გადავაჭარბებ, სიგანეში არის ნახევარი. გამხდარია ძალიან. ძალიან სუსტადაა... თუ არსებობს ამისი რესურსი, ჩემი აზრით, აუცილებელია მისი უცხოეთში გამგზავრება დიაგნოზის დასასმელად და სამკურნალოდ, - ამბობს მეუფე დეკანოზი. 

შეგახსენებთ, სააკაშვილის საკითხი ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ანგარიშშიც მოხვდა - სადაც ნათქვამია, რომ ის ჰუმანიტარული მისიით უნდა გათავისუფლდეს. ახლა ყველა ელოდება იმ 17 ექსპერტის დასკვნას, რომლებმაც პაციენტის მდგომარეობა დეტალურად შეისწავლეს. მათგან 6 ექიმი უცხოელია.

დასკვნა თვის ბლომდე მზად უნდა იყოს და როგორ ოჯახი და ადვოკატები იმედოვნებენ, სწორედ ეს დასკვნა გახდება მისი უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის საფუძველი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი