დისკრედიტაციული გზავნილები სახალხო დამცველისა და კანდიდატების წინააღმდეგ - საქართველოს რეფორმების ასოციაცია კვლევას აქვეყნებს.
დოკუმანტში ვკითხულობთ, რომ მმართველი გუნდი და პრორუსული ჯგუფები საკომიტეტო მოსმენების პარალელურად ყოველდღიურ რეჟიმში ესხმოდნენ თავს ნინო ლომჯარიასა და სახალხო დამცველის კანდიდატებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებამ წარადგინა.
ანგარიშის თანახმად, დისკრედიტაციის კამპანიას სათავეში "ქართული ოცნება" და პრორუსული "ალტ-ინფო" უდგას სათავეში. ამავე ანგარიშში დისკრედიტაციის მაგალითებია მოყვანილი. Grass-ში აღნიშნავენ, რომ ომბუდსმენობის კანდიდატებს შორის მთავარი სამიზნე ანა აბაშიძეა.
ფაქტებით დასტუდება, რომ ხელისუფლება არა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, არამედ მათთვის სასურველი სახალხო დამცველის არჩევას ცდილობს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს.
შეგახსენებთ, რომ ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის პოზიციაზე უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება