ქუთაისში ტუალეტი ვერ გახსნეს - საპირფარეშოს რეაბილიტაცია მარტში დაიწყო

გამოქვეყნდა:

ქუთაისის ცენტრში,  მერიის წინ, ქალაქის   ცენტრალურ ბულვარში არსებულ საპირფარეშოს გახსნის ვადები გახანგრძლივდა.

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ბექა ყურაშვილი ამბობს, რომ  პანდემიის გამო შემსრულებელ კომპანიას ვადები გადაეწია, თუმცა აღნიშნულ კომპანიამ  საპირფარეშოს მოწყობა გადადებული ვადებითაც ვერ დაასრულა.

"პანდემიის გამო, როგორც ყველა ობიექტს 6 კვირით გადაეწია ვადა, თუმცა კომპანიამ მაინც ვერ დაასრულა სამუშაოების შესრულება. ობიექტი გადაყვანილია ჯარიმაზე, წესით მალე უნდა დასრულონ სამუშაოები,"- ამბობს ბექა ყურაშვილი

ქუთაისში, ცენტრალურ ბულვარში მდებარე საპირფარეშოს რეაბილიტაცია მარტში დაიწყო.  მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შ.პ.ს. ელეონ-ტურიმ გაიმარჯვა. აღნიშნული სამუშაოები ქალაქის მერიას 60 000 ლარი დაუჯდა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი