4 წლის წინ "ქართულმა ოცნებამ" დუშეთის რეაბილიტაცია დაიწყო, რაზეც ჯამში 17 მლნ ლარამდე უნდა დახარჯულიყო. შედეგად კი მეორე სიცოცხლე უნდა დაეწყო ისტორიულ შენობებს, მაგალითად დუშეთის სასამართლოს, სადაც ილია ჭავჭავაძე მსახურობდა, სახლს სადაც ილია ცხოვრობდა და კიდევ ათობით ნაგებობას.
დუშეთი კი ტურისტული მიზიდულობის ახალი ცენტრი უნდა გამხდარიყო, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ დაპირებად დარჩა. 4 წლისა და ბიუჯეტიდან გახარჯული რამდენიმე მილიონის შემდეგ, ეს ისტორიული შენობები ისევ თვალსა და ხელს შუა ინგრევა, რეაბილიტაცია კი ისეთი ნელი ტემპით მიდის, რომ ვიდრე ბოლოში გავა, შესაძლოა აღსადგენი აღარც არაფერი დარჩეს.
მოკლედ, დუშეთს, როგორც ბევრ სხვა რეგიონს, მხოლოდ დაპირება და სავარუდო კორუფციის კიდევ ერთი მაგალითი შერჩა.