სანახევროდ მოწყობილი სკვერი გარდაბანში - ზურაბიშვილის წინასაარჩევნო დაპირება

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო დაპირების ნაცვლად გარდაბნის მოსახლეობამ რომელიც წლების განმავლობაში ელოდებოდა სკვერს, ნახევრად მოწყობილი სარეკრეაციო ზონა მიიღო. ბავშვებისთვის განკუთვნილი ატრაქციონის ნაცვლად სკვერში ახლა ჩამონგრეული საქანელა და ერთი სკამი დგას, რომელიც მოსახლეობამ გასაფერადებლად თავად შეღება. 

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას უთხრა, რომ  მისი მოპირკეთებისთვის 7 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა ყველა ეჭვობს, რომ პარკისთვის გამოყოფილი თანხა არამიზნობრივად გამოიყენეს.

გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი "მთავარი არხის" კამერას დაემალა. გამგეობის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ისიც კი არ იცის, რომ გამგეობიდან 3 კილომეტრის სავალზე მე-6 ვექტორის დასახლება არსებობს.

იმის გადასამოწმებლად რა ჯდება რეალურად საბავშვო გასართობის ატრაქციონის დამზადება, ელიავას ბაზრობაზე მივედით. ის რაც გარდაბნის გამგეობაში 7000-ლარზე მეტი ჯდება ელიავას ბაზრობაზე ყველა ხარჯით 2000 ლარი დაჯდა.

ოპოზიციაში ყვებიან, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები საქმეს ან ნაწილობრივ ან ბიუჯეტის არასწორი ხარჯვით აკეთებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი