ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასური შესაძლოა გაორმაგდეს  - "ოცნებამ" საკრებულოში რიგგარეშე სხდომა ჩანიშნა

გამოქვეყნდა:

ქუთაისში ცხოვრება შესაძლოა, კიდევ გაძვირდეს - ხვალ, 15 ნოემბერს საკრებულოში რიგგარეშე სხდომაა ჩანიშნული, რომელზეც მუნიციპალური ტრანსპორტის ღირებულების გაორმაგებასა და პარგინგ-სერვისის გაძვირებაზე იმსჯელებენ.

ინიციატორი ქუთაისის მერია, საკრებულოში უმრავლესობას კი "ქართული ოცნება" წარმოადგენს, შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ინიციატივა დამტკიცდება და ქუთაისში ტრანსპორტის ღირებულება 40 თეთრის ნაცვლად 80 თეთრი გახდება.

რატომ დადგა ქალაქში ტრანსპორტის გაძვირების საკითხი დღის წესრიგში -" მთავარმა არხმა" არ კითხვით ქუთაისის მერიას მიმართა, თუმცა პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე თემაზე მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი განხილვაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.

ქუთაისში მოსახლეობა კი მძიმე სოციალურ ფონზე საუბრობს და ამბობს, რომ თუ საკრებულო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მათ ცხოვრებას კიდევ უფრო გაართულებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი