პარტნიორის კონტენტი.
თამბაქოს უკვამლო პროდუქტები, როგორებიცაა“ გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობა, ელექტრონული სიგარეტები და ნიკოტინის შემცველი პერორალური პროდუქტები, არ წვავს თამბაქოს, შესაბამისად, არ გამოყოფს კვამლს.
ტრადიციული სიგარეტი წვის შედეგად, 6000-მდე ქიმიურ ნივთიერებს წარმოიქმნება, აქედან დაახლოებით 100 ნივთიერება წამყვანი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოების მიერ აღიარებულია, როგორც მავნე ან პოტენციურად მავნე ნივთიერება . სწორედ, სიგარეტის კვამლში, აღნიშნული ქიმიური ნივთიერებების მაღალი შემცველობა სახელდება მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების მთავარ გამომწვევ მიზეზად.
დღეს მსოფლიოში დაახლოებით 1.1 მილიარდი მწეველია და 2025 წლისთვის ეს რიცხვი თითქმის უცვლელი დარჩება.
მწეველისთვის საუკეთესო არჩევანი ნიკოტინისა და თამბაქოს შემცველი პროდუქტების მოხმარებისთვის თავის დანებებაა, თუმცა, ფაქტია, რომ დიდი ნაწილი ამას არ აკეთებს. ის ზრდასრული მწეველები, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ თამბაქოს მოხმარებას მეცნიერებასა და ინოვაციაზე დაფუძნებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას იმსახურებენ.
თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები სხვა არაფერია, თუ არა უბრალოდ კვამლისგან თავისუფალი პროდუქტი
წვის პროცესი სიგარეტის ანთების მომენტში იწყება. შედეგად წარმოიქმნება კვამლი, რომელიც გამოყოფს 6000-მდე მავნე ქიმიურ ნივთიერების შემცველ ნაერთს, რომელთაგან 100-ს ჯანდაცვის ექსპერტების მიერ მავნე ან პოტენციურად მავნე ნივთიერებად მიიჩნევენ.
- თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი პროდუქტები არ გამოყოფს კვამლს, შესაბამისად, წვის შედეგად წარმოქმნილი ქიმიური ნივთიერებების რიცხვიც ბევრად ნაკლებია, სიგარეტის კვამლთან შედარებით. მაგალითად, გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობა არ წვავს თამბაქოს, არამედ იყენებს გახურების ტექნოლოგიას, რომლის მეშვეობითაც წარმოქმნის ნიკოტინის შემცველ აეროზოლს რა თქმა უნდა, იმის გასარკვევად, თუ რამდენად ამცირებს თითოეული პროდუქტი მავნე ქიმიური ნივთიერებების რაოდენობას, სამეცნიერო კვლევა არის საჭირო.
თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტები არ არის რისკისგან თავისუფალი და შეიცავს ნიკოტინს, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას. -
წვის პროცესის გარეშე , თამბაქოს უკვამლო პროდუქტები საგრძნობლად ამცირებენ მავნე ქიმიური ნივთიერებების რაოდენობას, შესაბამისად, ტრადიციული მოწევის გაგრძელებასთან შედარებით, ისინი უკეთეს არჩევანს წარმოადგენენ.