სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა, 120 000 დოლარიანი Land Cruiser შეიძინა

გამოქვეყნდა:

დეკანოზ გიორგი ჭიღლაძის ინფორმაციით, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა, 120 000 დოლარიანი "ლენდკრუიზერი" შეიძინა.

2022 წელს გამოშვებული „ტოიოტას“ ფირმის ჯიპი მეუფეს რეზიდენციაში, რამდენიმე დღეა დგას.

"მის ყოვლადუსმღვდელოესობას, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონ ცაკაშვილს გულითადად ვულოცავ 120 000 $ ღირებული ლენდკრუიზერ 300 - 2022 - ის ყიდვას და მარნეულის ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანთან გათანაბრებას, რომელმაც წინა თვეებში დაასწრო ამ მოდელის მანქანის შეძენა. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო, ნათქვამია, გული არ გაიტეხო, "წმინდაო მეუფეო"! ჭეშმარიტად ძმური და ქრისტესმიერი მონაზვნური უპოვარება და უბრალოებაა! ა(ნა)ქსიოს! 

P.S. ქვეყანაში, სადაც ბავშვები და მოხუცები შიმშილობენ და წამალი არ აქვთ, ეს გაქსუებული უვიცი ნაძირლები ძვირადღირებული მანქანებით ეჯიბრებიან ერთმანეთს! გულისამრევები" წერს სასულიერო პირი.

 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი