გორის ათამდე საბავშვო ბაღში გათბობა არ ჩაურთავთ - ორმა ბაღმა ბავშვების მიღება შეწყვიტა

გამოქვეყნდა:

გორის საბავშვო ბაღებში გათბობა ამ დრომდე არ არის ჩართული - "მთავარი არხის" ინფორმაციით, პრობლემა მუნიციპალიტეტის ათამდე სააღმზრდელო დაწესებულებაშია. ორმა საბავშვო ბაღმა კი ბავშვების მიღება შეწყვიტა.

როგორც გორის ბაღების სააგენტოს დირექტორმა, გიორგი შათირაშვილმა, მთავარ არხთან სატელეფონო საუბრისას თქვა, საბავშვო ბაღებში გათბობა ერთი კვირის ვადაში უნდა ჩაირთოს.

"როგორც ვიცი, დღეს უნდა ჩაერიცხოთ მშენებლებს თანხა და თანხის ჩარიცხვიდან ერთი კვირის ვადაში ყველა ბაღში უნდა ჩაირთოს გათბობა, ესე შეგვპირდნენ," - განაცხადა ბაღების სააგენტოს დირექტორმა.

მისივე თქმით, მან არ იცის ვისი პასუხისმგებლობაა ბაღებში გათბობის არ არსებობა, რადგან პროექტი პოზიციაზე მის დანიშვნამდე შემუშავდა.

"მე რომ მოვედი ეს პროექტი უკვე დაწყებული იყო და ვერ გეტყვით ვისი დაგეგმილია, ვისი დაწყებულია, ვინაა ამაზე პასუხისმგებელი მე არ ვიცი," - თქვა გიორგი შათირაშვილმა.

გათბობის სისტემის მონტაჟი გორის მერიამ  ზაფხულში დაიწყო, თუმცა ამ დრომდე ვერ დაასრულა. პრობლემის გადასაჭრელად ბაღების დირექტორებმა დენის გამათბობლები ჩართეს.   

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი