წმიდა სინოდის ავტოპარკი კიდევ ერთი ძვირადღირებული ახალი მანქანით შეივსო. ღარიბი ხაშურელების მიტროპოლიტს - მეუფე სვიმეონს 120 ათას დოლარად შეფასებული ახალი ავტომობილი ჰყავს.
2022 წლის "ლენდ-კრუიზერ 300" ხაშურისა და სურამის ეპარქიაში რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. როგორც ირკვევა ეპისკოპოსი უტრანსპორტობის გამო წირვებზეც აგვიანებდა და როგორც თავად ამბობს, მრევლმა ფული შეაგროვა და უახლესი მოდელის ძვირადღირებული ავტომობილი აჩუქა და რაც მთავარია საკუთარი სურვილითა და ინიციატივით.