საპროტესტო აქცია ჭიათურის მერიასთან. სოფელ ითხვისის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. საუბარია ოჯახებზე, რომელთა საცხოვრებელი სახლების ქვეშ, მოსახლეობის ინფორმაციით, მანგანუმის მოპოვება მიმდინარეობს რის შედეგადაც სახლები დანგრევის პირასაა, მიწა კი დამეწყრილია.
სახელმწიფო კომისიის დასკვნის მიხედვით, ითხვისში მცხოვრები 86 ოჯახი უსაფრთხო ადგილას უნდა იყოს გადაყვანილი. თუმცა ამ დრომდე ქირით დროებით გაყვანის შეთავაზება მხოლოდ 35-მა ოჯახმა მიიღო.