ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა 169-ით მეტი ბრუნი განახორციელა - კალაძე

გამოქვეყნდა:

"რამდენიმე დღის წინ დავასრულეთ ქეთევან დედოფლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები. დღეის მდგომარეობით, მიმდინარეობს შუქნიშნების მოწესრიგება, ე.წ. კალიბრაცია, რომ ავტომობილების ნაკადების გატარება ყველა მიმართულებით, დროულად მოხდეს. მსგავსი პროექტების განხორციელებისას მნიშვნელოვანი კომპონენტია ტრანსპორტი. ჩვენი პრიორიტეტია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს კომფორტული და ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია, რომ ახლახან გახსნილ ქეთევან დედოფლის გამზირზე ამოქმედდა სატრანსპორტო დერეფანი, სადაც 11 მარშრუტზე მოძრავ ტრანსპორტს დღის განმავლობაში, 30 000 მგზავრი გადაჰყავს. 11 ნოემბერს, თბილისში მოძრავმა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, ჯამში, ვერ განახორციელა დაგეგმილი 1 477 ბრუნი. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, რადგან დაგვიანების გამო, გაჩერებებზე თავს იყრის გაცილებით მეტი ადამიანი. მას შემდეგ, რაც ქეთევან დედოფლის გამზირი გაიხსნა, გუშინდელი მონაცემით, ჩავარდნილი ბრუნების რაოდენობა 1 477-დან ჩამოვიდა 1 308-ზე, ანუ 169-ით მეტი ბრუნი განხორციელდა. აქვე მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს და ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, ვიქტორ წილოსანს, ეს კონკრეტული პრობლემური კვანძები, რომელიც განსაზღვრული გვაქვს, რაც შეიძლება სწრაფად მოვაწესრიგოთ".

განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი