
ქუჩების მორეცხვაში დახარჯული 20 000 ლარი - ეს თანხა დახარჯა ზუგდიდის მერიამ მხოლოდ 10 ქუჩის დეზინფექციისთვის. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ქუჩების მორეცხვას არანაირი ეფექტი არ აქვს ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით და პირიქით, ქიმიური ხსნარების გამოყენება ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
"ფლანგვის დეტექტორმა" დაადგინა, რომ ზუგდიდის მერიამ სხვა დიდ ქალაქებთან შედარებით 2.5-ჯერ მეტი თანხა გამოყო ამ საქმიანობისთვის. რეალურად კი ეს ფული საიმიჯო კლიპის დამზადებას მოხმარდა, რომელშიც სწორედ ქუჩის მორეცხვის პროცესის კადრები იყო გამოყენებული და რომელიც საზოგადოების გაღიზიანების გამო მალევე წაიშალა.