ისტორიული მოზაიკა განადგურებულია. მიონის ქარხნის უნიკალური კედელი, რომელიც გასულ საუკუნეში შეიქმნა, ალუმინითა და შუშით ჩაანაცვლეს - შენობის ფასადზე ფრანგული აივნები გაჭრეს, მოზაიკიდან კი მხოლოდ ნარჩენები დარჩა.
სამუშაოებს მწვანე შუქი თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა აუნთო. და ახლა დედაქალაქის მთავრობა მოზაიკის დაზიანებას იმით ამართლებს, რომ ისტორიულ კედელს კულტურული ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა მინიჭებული.