"დაგვეხმარეთ ჩვენი მარიამის გადმოსვენებაში" - თურქეთში დაღუპული მოზარდის მშობლები დახმარებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

თურქეთში, ერთ-ერთი კლინიკაში გარდაცვლილი მოზარდის ცხედარს ოჯახს არ ატანენ. როგორც გარდაცვლილის ოჯახმა "მთავარ არხთან" საუბრისას განაცხადა, სამედიცინო ცენტრი მათ დიდი რაოდენობით დავალიანების დაფარვას სთხოვს.

"ორშაბათს როდესაც საავადმყოფოში მივედით, გვითხრეს, რომ თუ არ გადავიხდიდით 56,000 დოლარს, არ გამოგვატანდნენ მიცვალებულს. გუშინაც ჩვენ მისულები ვიყავით ორ კონსულთან ერთად, თარჯიმანთან და ადვოკატთან ერთად, თუმცა ბატონ ზაზას არც კი გაესაუბრა საავადმყოფოს ფინანსები ვისაც ეხება," - განაცხადა ოჯახის ახლობელმა, მარიამ შატაკიშვილმა "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბრისას.

გარდაცვლილის მშობლები ერთადერთი შვილის ცხედრის გადმოსვენებაში დახმარებას საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ:

"გთხოვთ დაგვეხმაროთ ჩვენი მარიამის გადმოსვენებაში. კვირას დაიღუპა ბავშვი და კლინიკიდან არ გვატანენ დავალიანების გამო, 44,000 არის გადასახდელი. ამის საშუალება ჩვენ არ გვაქვს," - ამბობს გარდაცვლილის დედა.

15 წლის გოგონა სტამბოლში ლეიკემიის დიაგნოზით მკურნალობდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. მოზარდის ცხედარი უკვე მეოთხე დღეა რაც სამედიცინო დაწესებულებაშია.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი