არამხოლოდ ეროვნული მასშტაბის პროექტები, "ქართული ოცნება" რეგიონულ და ადგილობრივ დონეზეც კი ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. ხონის სოფელ გორდში სკოლის შენობის რეაბილიტაცია მეორე წელია გრძელდება და ამ სასწავლო წლისთვისაც ვერ დასრულდა.
მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგებიც ღირსეულ პირობებს მოითხოვენ, თუმცა სასწავლებლის ტერიტორია ამ დრომდე მხოლოდ პირუტყვისთვის არის გამოსადეგი.