ხმაური იყო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენთან. ადგილობრივების პროტესტი ავტობანიდან სოფელში მისასვლელი გზის გაუქმებამ და იქ უსაფრთხოების ჯებირების დამონტაჟებამ გამოიწვია.
სამუშაოებს საგაზაო დეპარტამენტი აწარმოებს. ჯებირების გაკეთების საშუალება მათ ადგილობრივებმა არ მისცეს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველებიც.