"თუ ბრიტანეთის სამეფოს უნდა ჩამოსციდლეს, მაშინ დმანისის ეპარქიამ რა დაააშავა?" | ახალი სკანდალი საპატრიარქოში

გამოქვეყნდა:

მთავარეპისკოპოსი ზენონისთის ირლანდიისა და დიდი ბრიტანეთის ეპარქიის გათავისუფლების გადაწყვეტილების ლეგიტიმურობას თეოლოგები ეჭვქვეშ აყენებენ. 

მათი თქმით, მღვდელმთავრის გადაწყვეტილების საკითხზე სინოდალური კომისიის გადაწყვეტილება არც კანონიკური სამართლის და არც იურიდიული სამართლის ნორმებს არ შეესაბამება. 

ამასთან, ვრცელდება ცნობები, რომ გადაწყვეტილება მოსაყდრე შიოს პირად შურისძიებას უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, სინოდის წევრი მეუფე შიოს მოსაყდრედ დანიშვნის წინააღმდეგი იყო.

"ე.წ. კომისიის სხდომა, რომელიც შეირინბა დავარქმევდი ავაზაკთა კრებას. თუ წაყენებული ბრალდების გამო მეუფე ზენონი ბრიტანეთის სამეფოს უნდა ჩამოციდლეს, მაშინ დმანისის ეპარქიამ რა დაააშავა? ეს არის შეურაცხყოფა დმანისის მრევლის. სიმბოლურად ვინაიდან მჯრევლმა აიმაღლა ხმა ამ უწმინდურობის და მის მიმართ სუს-ის ფაილებში, გამოქვეყნებულ კრესებში [ინფორმაციის გამო]. მათ უნდათ, რამენაირად ჩუმად ჩამოაცილონ ზენონი, მოიმადლიერონ ბრიტანეთის მრევლი და მოსახლეობას აჩვენონ, თითქოს ბრძვიან ცოდვის მიმდევრებს",- ამბობს პეტრე ცაავა. 

ცნობისთვის, მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელი აღარ არის. მისი გადაყენების გადაწყვეტილება წმინდა სინოდის სინოდალურმა კომისიამ მიიღო. ოფიციალური მიზეზი საპატიარქოში დაბარების მიუხედავად მისი საქართველოში არ ჩამოსვლააა.

ავტორი: საბა ბუაძე

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი