ნაძვი, მუხა, რცხილა, წიფელი - სვანეთში მრავალწლოვანი ხეებს უკონტროლოდ ჭრიან

გამოქვეყნდა:

ნაძვი, მუხა, რცხილა, წიფელი - ასეულობით ამ სახეობის მრავალწლოვანი ხეები სვანეთში უკონტროლოდ იჭრება. ჯანსაღის ხეებს ჯერ ჭრიან, შემდეგ სახერხ საამქროში გადასატანად ამზადებენ, შემდეგ საამქროებში ამუშავებენ და მასალას ფიცრად გადააქცევენ. ფიცარი ტრაილერებზე იტვირთება და სვანეთიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ან საზღვარგარეთ საექსპორტოდ გადის. 

"მთავარის" გადამღებმა ჯგუფმა მოიარა სვანეთში ხის  რამდენიმე საამქრო. ირკვევა, რომ უკვე მზა ფიცრის შესახებ მონაცემები, არც სპეციალური ელექტრონულ პორტალზე იტვირთება. შესაბამისად,  აღურიცხავია ხე-ტყის მასალა რომელიც საექსპორტოდ გადის, რაც გარკვეულ ადამიანთა ჯგუფისთვის დიდი შემოსავლის წყაროა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი