ბრძოლა ქართველების მხარდამხარ 1992- 93 წლებში - უკრაინელი სამხედროების გმირობის ისტორიები აფხაზეთში

გამოქვეყნდა:

უკრაინელი სამხედროების გმირობის ისტორია, ვინც 1992- 93 წლებში აფხაზეთში ქართველების მხარდამხარ იბრძოდნენ -  რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. ზუსტად არავინ იცის რამდენი უკრაინელი იყო მაშინ საქართველოში, მაგრამ მათი ამბავი სამაგალითოა. სოხუმის დაცემის შემდეგ ჯერ უკრაინელმა სამხედროებმა ტყვიების წვიმიდან სამშვიდობოს გამოიყვანეს ქალები, ბავშვები, მოხუცები და დაჭრილები, შემდეგ კი უკრაინული გემებითა და ვერტმფრენებით გამოიყვანეს დევნილები სამშვიდობოს. იმ უკრაინელი მებრძოლებიდან ვინც აფხაზეთში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე იდგა,  მათი უმეტესობა დღეს თავისი სამშობლოსთვის უკრაინაში იბრძვის და ისევ ფრონტის წინა ხაზზეა, ისევ ბოროტების იმპერიის დასამარცხებლად.

ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი