და ადამიანი, ვისაც ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დემოკრატიული პრეცედენტის მთავარ მონაწილედ ასახელებდა, დღეს სიკვდილის ზღვარზეა. რამდენიმეთვიანმა მკურნალობამ არათუ გააუმჯობესა დაპატიმრებული მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა, არამედ პირიქით.
დასკვნა, რომელზეც ცენტრი ემპათია და უცხელი ექიმები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ, უკვე დასრულებულია. თუმცა პაციენტის პირადი ინფორმაციიდან გამომდინარე, ცხადია, ის ვერ გახდება საჯარო. ცნობილია მხოლოდ ის, რომ უფლებადმაცველი ორგანზიაცია, რომელიც კველვას ატარებდა, ახლა პირდაპირ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადასარჩენია.
ოჯახს დმაატებით შეკითხვებს უჩენს სააკაშვილის სისხლში აღმოჩენილი მძიმე მეტალები, ასევე ტუბერკულოზის ჩხირი და პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, რომელიც თვალსა და ხელს შუა უარესდება. დღეს კიდევ ერთხელ, საზოგადოებამ მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ გადაყვანა მოითხოვა, უახლოეს დღეებში კი დამატებითი ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგები გახდება ცნობილი.