"მასწავლე ქართული" | ეთნიკური უმცირესობების თხოვნა სახელმწიფოს

გამოქვეყნდა:

საქართველოს მოქალაქეების არც ისე პატარა ნაწილმა არ იცის სახელმწიფო ენა და ეს იმის მიუხედავად, რომ ამ მოქალაქეების ჯერ სკოლამდელ აღზრდაში და შემდეგ უკვე სასკოლო განათლებაში ქართულის შესწავლას წამყვანი როლი ეკისრება. 

თავისთავად ეს ფაქტი უკვე ბევრს მეტყველებს ჩვენი განათლების სისტემის ნაკლოვანებაზე. მაგრამ რა ხდება შემდეგ, როცა ეთნიკურად სომეხი ან აზერბაიჯანელი ჩვენი მოქალაქე უნივერისტეტში მიდის? მიღება მშობლიურ ენაზე უნარების ჩაბარებით ხდება, შემდეგ კი პირველი წელი ქართულის შესწავლას ეთმობა, რის შემდეგაც ეს ახალგაზრდა 4 წელი უკვე პროფესიას ეუფლება. თუმცა რეალურად ამ ერთი წლის საფასური, 2300 ლარი ისევ სტუდენტის გადასახდელია, რომლის საშოვნელად და თბილისში ქირის გადასახდელად მათი უმრავლესობა პარალელურად მუშაობს.

საბოლოო ჯამში შედეგი არც ისე სახარბიელოა. არადა ეს მოქალაქეები ყველაზე კარგად ხედავენ, რამდენი შესაძლებლობის კარი ეხსნებათ, სახელმწიფო ენის დაუფლებით. თავად სახელმწიფოს სტრატეგიულ ინეტერესშია, მის ყველა მოქალაქეს ასწავლოს სახელმწიფო ენა. ეს ადამიანები თავად ეუბნებიან ხელისუფალს, რომ დაეხმაროს მათ, იყვნენ უფრო წარმატებული და უფრო აქტიური მოქალაქეები, უფრო მეტად ინტეგრირებულები სამართლებრივ თუ ეკონომიკურ ცხოვრებაში. 

და თუ ვინმეს ჩატეხილი ხიდი ახარებს, ეს სწორედ ჩვენი მტერია, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში იმდენი ქნა, რომ ჩვენს მოქალაქეებთან, ჩვენს ძმებთან და დებთან კომუნიკაციის ერთადერთი ენა გვქონოდა, რუსული. მოკლედ რატომ უნდა ასწავლოს ქართული ენა სახელმწიფომ ყველა მის მოქალაქეს და რატომ არის ეს არა ფუფუნება, არამედ სახელმწიფოებრივი საჭიროება, - იხილეთ გიორგი გვიშიანის რეპორტაჟში. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი