ითხვისი ინგრევა | სოფელი, რომელიც ცოცხლად იმარხება

გამოქვეყნდა:

სოფელი, რომელიც ცოცხლად იმარხება - ითხვისის შესახებ ჩვენ რამდენიმე რეპორტაჟი უკვე მოვამზადეთ. მაგრამ ამ ყველასთვის თვალსაჩინო ეკოლოგიურმა კატასტროფამ ისეთი მასშტაბები მიიღო, რომ კიდევ ერთხელ დავბრუნდით მიწაში ჩასულ სოფელში. 

საქმე იმაშია, რომ ადამიანები, ვისაც კომპენსაციას დაპირდნენ, რეალურად მოტყუებულები აღმოჩნდნენ. სახელმწიფო იმდენად მცირეს იმეტებს მათთვის, რომ რეალურად წასასვლელი მათ არსად აქვთ. რაც ყველაზე უცნაურია, კომპენსაცია ბიუჯეტის, ანუ ისევ ხალხის გადასახდელია.

და ეს მაშინ, როცა მანგანუმი ითხვისის მიწიდან კონკრეტულ კომპანიას გააქვს და ამ გზით ეს კომპანია წლიურად მილიარდ ლარამდე შოულობს. ასეთი აშკარა მიზეზშედეგობრივი კავშირის მიუხედავად კი სახელმწიფო ვერავის პასუხისმგებლობას ვერ ხედავს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი