ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე, სწრაფი კვების ობიექტის სამზარეულოში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ხანძრის ლიკვიდირება მოახდინეს.
ჯერჯერობით უცნობია რამდენი კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა. ადგილზე საპატრულო პოლიციის ჯგუფები არიან მობილიზებული. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.