2 წლამდე ბავშვის მდგომარეობა, რომელიც პიტბულმა დაგლიჯა, მძიმეა - ვითარება პეტრიაშვილზე

გამოქვეყნდა:

საცხოვრებელ სახლში, სადაც პიტბულმა მცირეწლოვანი ბავშვი დაგლიჯა, ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილობრივების ინფორმაციით, ძაღლი ოჯახის იყო, შემთხვევა კი მოულოდნელად მოხდა.

მცირეწლოვანი გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა, თუმცა ცნობილია, რომ ამ დროისთვის მას ოპერაცია უტარდება.

როგორც მეზობლები მთავარ არხთან ჰყვებიან, გოგონას მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა სხეულის სხვადასხვა ადგილას, მათივე თქმით, 2 წლამდე ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი