მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში.
ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე თბილისის მიმართულებით მოძრავი Opel-ის მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. თავდაპირველად ცხენს დაეჯახა, შემდეგ კი სიმაღლიდან გადავარდა.
მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მგზავრებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ავტორი: ია გულიაშვილი