პრობლემები კრიმინალს მიღმა - დოლარის კურსი და პროდუქტების ფასები ყოველდღიურად იმატებს

გამოქვეყნდა:

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ტრაგიკულად დაღუპვამ, უკვე ერთი თვეა ქვეყანაში შიმშილის პრობლემა მეორე პლანზე გადაწია. კორონავირუსის ეპიდემიის შემდეგ, ქართული ეკონომიკის გაჯანსაღება ჯერ არ დაწყებულა და ხელისუფლების რეაგირებაც ნაკლებად ადეკვატურია. "ქართული ოცნება" ფაქტობრივად არ დგამს ეფექტურ ნაბიჯებს და ეს აშკარად ჩანს ლარის ყოველდღიური გაუფასურებით, ტურისტების სიმცირითა და თუნდაც გაზრდილი კრიმინალით. 

2020 წლის ივნისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 186.6 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა მაისში ეს მაჩვენებელი 189.6 ლარი იყო.

საარსებო მინიმუმის კლების პარალელურად ყოველდღე იმატებს დოლარის კურსი, ფასები პროდუქტზე, ამიტომ გამყიდველები მყიდველების რაოდენობის ნაკლებობას უჩივიან. ეს ადამიანები წლებია თავს ვაჭრობით ირჩენენ, ისედაც მძიმე ყოფა კორონა პანდემიამ კიდევ უფრო დაუმძიმა, არც დამატებითი შემოსავლი აქვთ და არც იციან თავის გატანას როგორ შეძლებენ. 

თავის გატანა უჭირთ ადამიანებსაც, ვინც პროდუქტების მცირე ჩამონათვალის ყიდვასაც კი მწირი შემოსავლის გამო ვერ ახერხებს. ქეთო ბებო, რამდენიმე საათია ბაზარში დადის, მაგრამ გაძვირებული ფასების გამო ჩანათა ჯერ კიდევ ცარიელი აქვს. 

ექსპერტები მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას მთავრობის არასწორ პოლიტიკას უკავშირებენ. ქვეყანაში არსებულ კრიმინალურ ვითარებას, გახშირებულ მკვლელობებსა და დაჭრას კი სწორედ იმით ხსნიან, რომ ხალხს უკიდურესად უჭირს. 

ოფიციალური მონაცემებით, ივნისში, მაისთან შედარებით საშუალოდ, ოჯახის საარსებო მინიმუმი ხუთი ლარით შემცირდა და 313 ლარი გახდა. ამ ფონზე, ადამიანებმა არ იციან, როგორ იპოვონ გზა, რომ ფიზიკურად გადარჩნენ. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი