ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეულში - დაღუპულია 17 წლის გოგონა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდი გზაზე გადადიოდა, რა "რეინჯ როვერის" მარკის ავტომანქანა დაეჯახა. გარდაცვლილს თავის არეში უმძიმესი დაზიანებები ჰქონდა.
გოგონა სასწრაფო დახმარების ბრიგადას დაღუპული დახვდა. მძღოლი დააკავეს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი.