ძლიერი ხანძარი შიდა ქართლში - ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცეცხლი ტყის მასივს უკიდია. ხანძარი დაახლოებით ერთი საათის წინ, სოფელ კირბალის მიმდებარედ გაჩნდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ცეცხლი მიუვალ ტყეში გაჩნდა, ამიტომ, ვარაუდობენ, რომ მისი ჩაქრობა გართულდება.
ამ ეტაპზე, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიიდან, რამდენიმე ღია კერა შეინიშნება.
ფოტო: მთავარი არხი.