რატომ მიულოცა ილია მეორემ დაბადების დღე კირილს | საპატრიარქო დუმს

გამოქვეყნდა:

დაბადების დღის მისალოცი წერილი საქართველოდან. კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ტერორისტული სახელმწიფოს პატრიარქს ჯანმრთელობას, შექმნილ ვითარებაში გამძლეობას და ყველა ღვთიურ სიკეთეს უსურვებს.

ოკუპანტი რუსეთის უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირმა, რომელმაც უკრაინაში მიმდინარე სასტიკ ომს მხარი ღიად არაერთხელ დაუჭირა, ილია მეორის მილოცვა უკვე მიიღო და გაასაჯაროვა. საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ და ფეისბუქის გვერდებზე კი წერილი არ იძებნება.

ეკლესიის მმართველი ორგანო არც განმარტებებს აკეთებს იმის მიუხედავად, რომ გზავნილს საქართველოდან საზოგადოების ნაწილში პროტესტი მოჰყვა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი