მსახიობი თამარ სხირტლაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

მსახიობი თამარ სხირტლაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მარჯანიშვილის თეატრი ავრცელებს.

თამარ სხირტლაძე თეატრისა და კინოს მსახიობი იყო,  მას მონაწილეობა მიღებული აქვს ისეთ სპექტალებსა და ფილმებში როგორებიცაა: "კაცია-ადამიანი?!", "მოძღვარი", "მეფე ლირი", "ადამიანთა სევდა", "ფესვები", "ლუკას სახარება" და "ნუცას სკოლა". 

2010 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წინ საზეიმოდ გაიხსნა თამარ სხირტლაძის ვარსკვლავი. 2019 წელს, მას მიენიჭა "წლის პერსონის" წოდება. ასევე დაჯილდოებულია საქართველოს თეატრალური საზოგადოებისგან "ლიზა ჩერქეზიშვილის სახელობის ჯილდოთი".

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი