თბილისში 12 წლის მოზარდმა იმშობიარა. არსებული ინფორმაციით, გოგონა ბავშვს თავისსავე მეგობრისგან ელოდებოდა, რომელიც ასევე არასრულწლოვანია.
მოზარდი კატასტროფის ბრიგადამ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შეიყვანა, სადაც ამბობენ, რომ დედაც და შვილიც თავს კარგად გრძნობენ.
ფაქტზე გამოძიება სქესობრივი დანაშაულის კვალიფიკაციით მიმდინარეობს.