სტიქია კახეთში - ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა და ხეები წააქცია

გამოქვეყნდა:

სტიქია კახეთში - ამ დრომდე, სეტყვა და ძლიერი ქარია გურჯაანსა და თელავში. 

თელავში, მშვიდობის ქუჩაზე, ქარმა რამდენიმე ხე წააქცია, სოფელ კონდოლში სახლებს სახურავები ახადა, სეტყვამ კი სოფელი ნაფარეული დააზარალა. 

ძლიერი ქარისა შედეგად, ხე წაიქცა გურჯაანი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე. 

შემთხვევა ბარჯისხევის მონაკვეთზე მოხდა, რის გამოც, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, სატრანსპორტო მიმოსვლა შეფერხებული იყო. წაქცეულ ხეს "ფორდის" მარკის სატვირთო შეეჯახა, რომლის მგზავრებმაც გადმოსვლა დროულად მოახერხეს.

პოლიციის მისვლამდე გზის გათავისუფლება მძღოლებმა საკუთარი ძალებით შეძლეს. სტიქიისგან შექმნილ ვითარებას ადგილზე ეცნობა სახელმწიფო რწმუნებული კახეთში, ირაკლი ქადაგიშვილი.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი