ქუთაისში 65 წლამდე ქალი ძაღლის დაკბენის შემდგომი გართულებებით კლინიკაში გარდაიცვალა. ის სამტრედიაში მიუსაფარმა ძაღლმა 31 ოქტომბერს დაკბინა.
არსებული ინფორმაციით, ქალმა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის არასრული კურსი ჩაიტარა.
ექიმის თქმით, პაციენტს ცოფისათვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა და გულის გაჩერებით გარდაიცვალა. მის ანალიზებში ცოფი არ აღმოჩნდა. კლინიკაში ვარაუდობენ, რომ ცოფი ჩატარებული ვაქცინის გამო, შესაძლოა ანალიზში აღარ გამოვლინდა.
ოჯახმა ექსპერტიზაზე უარი განაცხადა.