ოკუპირებული აფხაზეთის მედია ამტკიცებს, რომ გალში ქართული მინერალური წყლის კონტრაბანდა აღმოაჩინეს. მათ მიერ გამოქვეყნებული ფოტომასალის მიხედვით, საუბარია კომპანია "ნაბეღლავის" მინერალურ წყალზე.
"ქალაქ გალში, დაათვალიერეს ეზოში მდებარე კომუნალური არასაცხოვრებელი ფართი, სადაც აღმოაჩინეს და ამოიღეს ქართული წარმოშობის მინერალური წყალი - 192 ბოთლი" - წერს apsnypress.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალები გადაეცა "საგამოძიებო" და "საბაჟო გამოძიების დეპარტამენტს".