თბილისში მომხდარ ავარიას კურიერი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

თბილისში, აეროპორტის გზატეცილზე მომხდარ ავარიას "გლოვოს" კურიერი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ბიჭი გაჩერებულ ტრაილერს შეეჯახა. შემთხვევა გუშინ მოხდა, ახალგაზრდა მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და დღეს გარდაიცვალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი