საპროტესტო აქცია გელათის გადასარჩენად. დედაქალაქის მთავარ მოედანზე სამოქალაქო აქტივისტები ისტორიული ტაძრის უნიკალური ფრესკების გადასარჩენად შეიკრიბნენ.
გელათში განადგურების პირას მისული კედლის მხატვრობის გადასარჩენად კულტურის სამინისტრო არაფერს აკეთებს და სწორედ ამ მიზეზით მოქალაქეები პროტესტის ფორმას მიმართავენ და რადიკალური ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ.