დღეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა და ბოლო დროის ტრაგიკულმა ისტორიებმა ეს საკითხი საქართველოში კიდევ უფრო აქტუალური გახადა. მიუხედავად იმისა რომ ბოლო წლებში ამ მიმართლებით სახელმწიფო რეგულაციები გამკაცრდა, ფაქტები აჩვენებს, რომ ეს საკმარისი არ არის.
ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები ქალთა უფლებების დასაცავად აქციას მართავენ და მოითხოვენ კონკრეტული ცვლილებები შევიდეს კანონში და ის საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრდეს.
ავტორი: ნატაშკა ჯახუტაშვილი, ნინა მაჩაბელი