საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ დაკავებული საქართველოს მოქალაქე 53 წლის ლეო ჯარმელაშვილია.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ უკანონოდ დაკავებულს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება, თუმცა ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს და აცხადებს, რომ ჯარმელაშვილზე ფიზიკური ძალადობა არ დასტურდება.
ამჟამად ჯარმელაშვილი ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში ე.წ. სასამართლო სხდომას ელოდება. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელი არ გამორიცხავს, რომ ე.წ. სასამართლომ ჯარმელაშვილს უკანონო პატიმრობა შეუფარდოს.
"გუშინ მისი მეგობრები დამიკავშირდნენ და შემატყობინეს, რომ გატაცებული ლეო ჯარმელაშვილია და საჭიროა აქტიურობა. ოკუპანტები ჯერჯერობით არ ჩქარობენ ჯარმელაშვილის გამოშვებას, ამზადებენ ე.წ. სასამართლოს პროცესს, რომელზეც სავარაუდოდ, შესაძლოა, მიესაჯოს გრძელვადიანი პატიმრობა და ეს არ იქნება 1-2-დღიანი სასჯელი", - თქვა დავით ქაცარავამ.
ახლობლების თქმით, ჯარმელაშვილი დაახლოებით 4 წელია სოფელში არ ყოფილა და ის ნათესავებთან იყო წასული.
არსებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა ჯარმელაშვილი 23 ნოემბერს გაიტაცეს.
ამავე თემაზე: