ომბუდსმენი: მონასტერში მომხდარი დანაშაულის მიზეზების გადაბრალება მედიასაშუალებებისთვის უკიდურესად საშიში და არასწორია 

გამოქვეყნდა:

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ხაშურში, ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და ძალადობის მსხვერპლ მონაზონი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს. 

ომბუდსმენი ამავე განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დანაშაულების მიზეზების გადაბრალება კონტრეტული მედიასაშუალებებისთვის უკიდურესად საშიში და არასწორია. 

"თერჯოლის ტრაგედიიდან ძალიან მალე უმძიმესი, უსასტიკესი დანაშაული მოხდა ცხრამუხის მონასტერში, მთელი ქვეყანა შეძრულია, მაგრამ ამ დანაშაულის მიზეზების გადაბრალება კონტრეტული მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის უკიდურესად საშიში და არასწორია. ხვალ შეიძლება ამ განცხადებით წაქეზებული მოქალაქე რომელიმე ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდეს, იძალადოს, რაც გვინახავს უკვე არაერთგზის. არ შეიძლება, სახიფათოა ასეთი თემებით სპეკულირება და უდანაშაულო ადამიანებისგან მტრის ხატის შექმნა. 

მინდა, ვუსურვო ძალადობის მსხვერპლ ქალს სწრაფი გამოჯანმრთელება! იმედი მაქვს, ამ მძიმე დროს გარშემომყოფებისგან სათანადო ემოციურ მხარდაჭერას მიიღებს",-წერს ნინო ლომჯარია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ის, რაც ცხრამუხის დედათა მონასტერში მოხდა "ანტიეკლესიური კამპანიის" შედეგია, რომელსაც მისივე თქმით, მედია ეწევა. 

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი