ვინც სარწმუნოებას ებრძვის ყველა უნდა დაისაჯოს, მათ შორის, ის ტელევიზიებიც ჟურნალისტებიანად - "ოცნების" დეპუტატი ქარელში

გამოქვეყნდა:

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე "დედა ეკლესიაზე შეტევაში" მედიას ადანაშაულებს და ჟურნალისტების დასჯას მოითხოვს:

"ვინც  ჩვენს სარწმუნოებას და ადათ წესებს ებრძვის ყველა ადამიანი თუ ორგანიზაცია უნდა დაისაჯოს მათ შორის ის ტელევიზიებიც თავიაანთ  ჟურნალისტებიანად! აი რა მოიტანა დედა ეკლესიაზე მასიურმა შეტევამ თუ ხმა არ ამოვიღეთ ზოგიერთი უღმერთოების გამო ყველა დავისჯებით უფლისგან მთელი საქართველო." წერს კახა როინაშვილი.

შეგახსენებთ, ხაშურში, დედათა მონასტერში მომხდარი თავდასხმისა და დედაოზე ძალადობის შემდეგ, საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა განცხადება გაავრცელა, სადაც სწორედ კრიტიკულ მედიას დასდო ბრალი ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი