"მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა" - კალაძე მერიის საახალწლო სლოგანზე

გამოქვეყნდა:

დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, საახალწლო სლოგანი "მშვიდობის ქალაქი" იქნება.

ჟურნალისტების შეკითხვას, უკავშირდება თუ არა სლოგანი მმართველი პარტიის რიტორიკას ომთან დაკავშირებით, ქალაქის მერმა უპასუხა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანაში მშვიდობა დაიცვან.

"მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანაში დღეს ჩვენ გვაქვს სიმშვიდე და ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ინტერესები ყოველთვის იყოს დაცული, ქვეყანაში იყოს მშვიდობა და მოხდეს ეკონომიკური განვითარება", - თქვა კახა კალაძემ

თავისუფლების მოედანზე უკვე მიმდინარეობს საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟის სამუშაოები და წარწერა - "მშვიდობის ქალაქიც" იქ განთავსდება.

წინა საახალწლო სლოგანი "სიცოცხლით სავსე ქალაქი" იყო.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი