ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო დასკვნისა და დიაგნოზების გასაჯაროება არ სურს

გამოქვეყნდა:

უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა "ვივა მედში" ცენტრ "ემპათიას" მიერ მომზადებული სამედიცინო დასკვნა და ის დაავადებები გააცნო, რომელიც მას ექიმებმა დაუდგინეს.

როგორც პალატიდან გამოსულმა ადვოკატმა თქვა, მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით 15 უმძიმესი დიაგნოზი აქვს.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტს არ სურს დასკვნის და დაავადებებთან დაკავშირებით მისი პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროება.

ავტორი: ნატაშკა ჯახუტაშვილი 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი