"მერების შეთანხმება - აღმოსავლეთ პარტნიორობა" 10 წლისთავს აღნიშნავს, ანძა პროექტის ლოგოს ფერებში განათდა" | მერიის განმარტება

გამოქვეყნდა:

თბილისის მერიის ინფორმაციით, "თბილისი პრაიდის" მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, რომ თბილისის ანძა დღეს ცისარტყელას ფერებში აინთო " სრული სიცრუე და არ შეესაბამება სინამდვილეს".

"გვინდა, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ „თბილისი პრაიდის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისის ანძა დღეს ცისარტყელას ფერებში აინთო. აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და არ შეესაბამება სინამდვილეს.

როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირის პროექტი - „მერების შეთანხმება - აღმოსავლეთ პარტნიორობა“ 10 წლისთავს აღნიშნავს. სწორედ საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის ანძა განათდა პროექტის ლოგოს ფერებში (ყვითელი, სალათისფერი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი)"  - წერია განცხადებაში.

 თბილისი პრადიმა კი  გაავრეცელა ღია წერილი, სადაც წერია, რომ "ანძა პრაიდის ფერებში ანთებული რათქმაუნდა არ არის, რადგან თბილისის მერი ჰომოფობია".  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი