სტიქია მარნეულში - ძლიერი წვიმის გამო, დატბორილია რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლები, დახოცილია ფრინველი და დაზიანებულია ელექტროგადაცემის სისტემა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სტიქიის ზონაში, ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ, თუმცა ზარალის დათვლა ამ დრომდე არ დაწყებულა.
დიდი წვალებით ფული მოვაგროვე და სახლს ვაშენებდი. უეცრად მოვარდნილმა ნიაღვარმა მასალები წაიღო და დავრჩი ასე. ნახეთ, ქუჩები რა დღეშია, წყლის ქვეშ არის. მარნეულის მერის ქუჩა ასე იქნება? რა თქმა უნდა, არა. ახლა არც ვახსენდებით, სტიქიიდან რამდენიმე საათი გავიდა. მხოლოდ არჩევნებისას სიით ხელში მოდიან და გვეხვეწებიან, - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მოუწესრიგებელი კოლექტორების გამო ძლიერი წვიმის დროს მარნეულში სახლები იტბორება, ადგილობრივი ხელისუფლება კი დაზარალებულებს არც ზარალს უნაზღაურებს და არც სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებაზე ზრუნავს.