კახა კალაძის ახალი სლოგანი და მოჩვენებითი მშვიდობა - საზოგადოება კიდევ ერთი პროტესტისთვის ემზადება. თბილისელები და საქართველოს მოქალაქეები დღეს, საღამოს 9 საათზე გააპროტესტებენ დედაქალაქის მერის იდეას.
საახალწლო სლოგანს - "მშვიდობის ქალაქი", უკმაყოფილება და გაღიზიანება მოყვა.
მოქალაქეების თქმით, იმ ფონზე, როცა საქართველო დღემდე ჰიბრიდული ომის და მცოცავი ანექსიის მსხვერპლია, როცა უკრაინაში რუსულ აგრესიას ქართველებიც ეწირებიან, მთავრობის ეს გზავნილი შეურაცხმყოფელია. საპროტესტო აქცია თავისუფლების მოედანზე.
კალაძემ საკუთარი იდეა დღეს მერიის მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ განმარტა და ისინი, ვინც ეს სლოგანი კრიტიკულად შეაფასა, ბულინგში დაადანაშაულა. კალაძის აზრით, ამ ადამიანებს არა სლოგანი, არამედ "მშვიდობა აღიზიანებთ"