ტყვიავში ხანძარს 45 წლის კაცი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

ხანძარი გორის მუნიციპალიტეტში მსხვერპლით დასრულდა - სოფელ ტყვიავში გარდაცვლილია 45 წლის მამაკაცი და დამწვარია სამი სახლი. ადგილობრივები ამბობენ, რომ ცეცხლი სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვისგან გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მეხანძრე-მაშველები, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი